Accessibility links

logo-print

ჩინელ ხანდაზმულ ქალბატონს, 104 წლის


ჩინელ ხანდაზმულ ქალბატონს, 104 წლის სუი იუ ჰუს ავსტრალიიდან დეპორტაცია ემუქრება

ჩინელ ხანდაზმულ ქალბატონს, 104 წლის სუი იუ ჰუს ავსტრალიიდან დეპორტაცია ემუქრება
მას შემდეგ, რაც ბოლო ინტსანციამ უარი თქვა მისთვის პერმანენტული ვიზის მიცემაზე. სუი 1995 წელს ჩავიდა მელბურნში 12-თვიანი ტურისტული ვიზით, მაგრამ მისი უკან, ჩინეთში წაყვანა არც ერთმა ავიაკომპანიამ არ მოისურვა ქალბატონის ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ისიც 4 წელი არალეგალურად დარჩა ავსტრალიაში, რის შემდეგაც მოითხოვა ე.წ. “ვიზა ხანდაზმული მშობლებისათვის”, რომელიც მას მისცემდა ავსტრალიაში სამუდამოდ დარჩენისა და უფასო სამედიცინო მომსახურების მიღების უფლებას. მაგრამ მიგრაციის საკითხების ტრიბუნალმა დღეს მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, სუ იუ ჰუს არ ეკუთვნის ვიზა, რახან მან პირველი ვიზით დაშვებულ 12 თვეზე მეტი ხანი დაჰყო ავსტრალიაში.
XS
SM
MD
LG