Accessibility links

logo-print

უშედეგოდ დასრულდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის


უშედეგოდ დასრულდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის და განათლების მინისტრის შეხვედრა,

უშედეგოდ დასრულდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის და განათლების მინისტრის შეხვედრა,
რომელზეც სამედიცინო კოლეჯის სტუდენტების მოთხოვნები განიხილეს: განათლების სამინისტრო კომპრომისზე არ მიდის და გადაწყვეტილებას არ ცვლის. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა განათლების მინისტრმა ალექსანდრე ლომაიამ, ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოში მცხოვრებმა 40 ათასივე აბიტურიენტმა უნდა ჩააბაროს. განათლების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ნოდარ გრიგალაშვილის განცხადებით, პარლამენტში კონსულტაციები ხვალ და ზეგაც გაგრძელდება და მიმდინარე კვირას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება აუცილებლად იქნება მიღებული, თუმცა თუ საპროტესტო აქციები გაგრძელდება და "კონსულტაციებს საპროტესტო ფონი ექნება, შესაძლოა, სტუდენტებისათვის სასურველი გადაწყვეტილება არ იქნას მიღებული". როგორც სტუდენტები აცხადებენ, ისინი ხვალ დილით შეიკრიბებიან სამედიცინო უნივერსიტეტთან, მოაწყობენ მსვლელობას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გავლით და პარლამენტთან მივლენ.
XS
SM
MD
LG