Accessibility links

logo-print

თანამდებობიდან გადადგა კოსოვოს პრემიერ-მინისტრი რამუშ


თანამდებობიდან გადადგა კოსოვოს პრემიერ-მინისტრი რამუშ ჰარადინაჯი.

თანამდებობიდან გადადგა კოსოვოს პრემიერ-მინისტრი რამუშ ჰარადინაჯი.
ამ გადაწყვეტილების მიზეზად იქცა ცნობა, რომ გაეროს ეგიდით მოქმედმა საერთაშორისო ტრიბუნალმა მას სამხედრო დანაშაულის ბრალდება წაუყენა. კაბინეტის საგანგებო სხდომის შემდეგ ჰარადინაჯმა განაცხადა, რომ უდანაშაულოა და რწმენა გამოთქვა, რომ მალე ჰააგიდან უკან დაბრუნებას შეძლებს. [რამუშ ჰარადინაჯის ხმა] "მე უდანაშაულო ვარ, მაგრამ იმის გამო, რომ ბრალდება წამიყენეს, პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ვტოვებ. ხვალ ჰააგაში გავემგზავრები. მოგიწოდებთ, გააგრძელოთ დამოუკიდებელი კოსოვოს მშენებლობა." გაეროს ტრიბუნალისგან დამოუკიდებლად, ეთნიკურ ალბანელ ჰარადინაჯს ტერორიზმის, მკვლელობისა და გაუპატიურების ბრალდებები სერბიის სასამართლოებმაც წაუყენეს.
XS
SM
MD
LG