Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა შაულ მოფაზმა


ისრაელის თავდაცვის მინისტრმა შაულ მოფაზმა განაცხადა, რომ მომავალი რამდენიმე დღის მანძილზე

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა შაულ მოფაზმა განაცხადა, რომ მომავალი რამდენიმე დღის მანძილზე
ისრაელი პალესტინელთა ავტონომიას გადააბარებს კონტროლს მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირის ქალაქებზე იერიქონსა და ტულკარმზე. თარიღი მინისტრს არ დაუკონკრეტებია. ეს განცხადება მოფაზმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ერეზის საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან შეხვდა პალესტინელთა ავტონომიის ხელმძღვანელს მაჰმუდ აბასს. თებერვალში აბასმა და ისრაელის პრემიერ-მინისტრმა არიელ შარონმა საზავო შეთანხმებას მიაღწიეს. სხვა საკითხებს შორის, ეს შეთანხმება ითვალისწინებს დასავლეთი ნაპირის ხუთი ქალაქის გადაცემას პალესტინელთა ავტონომიისთვის.
XS
SM
MD
LG