Accessibility links

logo-print

თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ტაიპ რეჯეპ ერდოანმა


თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ტაიპ რეჯეპ ერდოანმა გამოთქვა მოწოდება, ჩატარდეს

თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ტაიპ რეჯეპ ერდოანმა გამოთქვა მოწოდება, ჩატარდეს
მიუკერძოებელი, ისტორიული გამოკვლევა იმისა, რამდენად სამართლიანია სომხეთის მტკიცება, რომ თითქმის ასი წლის წინათ ოსმალეთის იმპერიაში სომხების გენოციდი განხორციელდა. ანკარაში, ჟურნალისტებთან შეხვედრისას, ერდოანმა აღნიშნა, რომ თურქეთმა თავისი არქივები ხელმისაწვდომი გახადა მათთვის, ვინც ამტკიცებს, რომ გენოციდი მართლაც განხორციელდა. პრემიერ-მინისტრის თქმით, ახლა არქივები მეორე მხარემაც უნდა გახსნას, რის შემდეგაც თურქმა და სომეხმა ისტორიკოსებმა ერთად უნდა შეისწავლონ მასალები. სომხეთის მტკიცებით, 1915-1923 წლებში ოსმალეთის იმპერიაში მცხოვრები მილიონნახევარი სომეხი გენოციდის მსხვერპლი გახდა. თურქეთი ამ ბრალდებას უარყოფს და ამტკიცებს, რომ იმხანად მძვინვარე ომმა მრავალი თურქის სიცოცხლეც შეიწირა.
XS
SM
MD
LG