Accessibility links

logo-print

დღეს ასობით მგლოვიარე შეიკრიბა ბაქოში


დღეს ასობით მგლოვიარე შეიკრიბა ბაქოში გასულ კვირაში მოკლული ჟურნალისტის საფლავთან.

დღეს ასობით მგლოვიარე შეიკრიბა ბაქოში გასულ კვირაში მოკლული ჟურნალისტის საფლავთან.
600-მდე ადამიანმა, მათ შორის ოპოზიციის მომხრეებმა, ავტომანქანებით და ავტობუსებით მიაშურა სასაფლაოს, რომელზეც ელმარ ჰუსეინოვია დაკრძალული. მაგრამ ოპოზიციის მასშტაბური დემონსტრაცია, რომელიც, გეგმის მიხედვით, დღეს უნდა გამართულიყო, არ შედგა. ოპოზიციის წარმომადგენლების განმარტებით, დემონსტრაციაზე უარი თქვეს ჟურნალისტის მამის თხოვნით. მისი სურვილი იყო, დღევანდელ დღეს მშვიდად, ისლამური ტრადიციების დაცვით ჩაევლო. ელმარ ჰუსეინოვი 2 მარტს ბაქოში მოკლეს.
XS
SM
MD
LG