Accessibility links

logo-print

საქართველოს პრეზიდენტმა თავისი ახალი პრეს-მდივანი


საქართველოს პრეზიდენტმა თავისი ახალი პრეს-მდივანი წარუდგინა ჟურნალისტებს - ეს არის პოლიტოლოგი გელა ჩარკვიანი.

საქართველოს პრეზიდენტმა თავისი ახალი პრეს-მდივანი წარუდგინა ჟურნალისტებს - ეს არის პოლიტოლოგი გელა ჩარკვიანი.
როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ჩარკვიანის მოსვლა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ნებისმიერი ასაკის პროფესიონალი სჭირდება. თავად გელა ჩარკვიანის განცხადებით, რა ფუნქციები დაეკისრება მას კონკრეტულად, ჯერ ჩამოყალიბებული არ არის, თუმცა მას იმედი აქვს, რომ ჟურნალისტებთან თანამშრომლობა მას არ გაუჭირდება და ეს ურთიერთობა კონსტრუქციული იქნება. პრეზიდენტის ყოფილი პრეს-მდივანი ალანა გაგლოევა გელა ჩარკვიანის მოადგილე გახდა.
XS
SM
MD
LG