Accessibility links

ჩეჩნეთის სეპარატისტული მოძრაობის ლიდერებმა თვითგამოცხადებული


ჩეჩნეთის სეპარატისტული მოძრაობის ლიდერებმა თვითგამოცხადებული რესპუბლიკის

ჩეჩნეთის სეპარატისტული მოძრაობის ლიდერებმა თვითგამოცხადებული რესპუბლიკის
პრეზიდენტის, ასლან მასხადოვის მემკვიდრედ აბდულ-ქარიმ სადულაევი დაასახელეს. მასხადოვი 8 მარტს მოკლეს რუსეთის უშიშროების სამსახურის სპეცოპერაციის შედეგად. სადულაევის კანდიდატურას მხარი დაუჭირეს მასხადოვის წარმომადგენელმა აჰმედ ზაკაევმა და ცნობილმა საველე მეთაურმა შამილ ბასაევმა. დღეს ასლან მასხადოვის ვაჟმა ანზორ მასხადოვმა განაცხადა, რომ ჩეჩენი ხალხი დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას განაგრძობს. რეიტერის სააგენტოსთვის მიცემულ ინტერვიუში მამამისის მკვლელობას მან "რუსეთის ფედერალური ხელისუფლების მიერ დაგეგმილი ტერაქტი" უწოდა. დღესვე, რადიო "თავისუფლებასთან" ინტერვიუში, ჩეჩნეთის საკითხებზე ევროპის საბჭოს ყოფილმა მომხსენებელმა ლორდმა ფრენკ ჯადმა გაკვირვება გამოთქვა, რომ რუსეთი აღტაცებას არ მალავს მასხადოვის მოკვლის გამო. [ლორდ ჯადის ხმა] "ცოტა არ იყოს, გაკვირვებული ვარ რუსეთის ამ აღტაცებული რეაქციით. ჩემი აზრით, სწორედ მასხადოვი და მასთან დაახლოებული ადამიანები წარმოადგენდნენ მეამბოხეთა უფრო ზომიერად განწყობილ ნაწილს; და მუდამ ვფიქრობდი, რომ სწორედ ეს ხალხია, ვისთვისაც პოლიტიკური პროცესის საწარმოებლად უნდა მიგვემართა." რუსეთის ხელისუფლება უარს აცხადებს მასხადოვის ცხედრის ოჯახისთვის გადაცემაზე და არც ცხედრის დაკრძალვის ადგილს ამჟღავნებს.
XS
SM
MD
LG