Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ დადებითად


საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ დადებითად შეაფასა საქართველოს მაკროეკონომიკური

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ დადებითად შეაფასა საქართველოს მაკროეკონომიკური
განვითარების მაჩვენებლები. პრაიმ-ნიუსს მოჰყავს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის სიტყვები იმის თაობაზე, რომ საბოლოო დასკვნას სავალუტო ფონდი გამოიტანს შემდეგი ვიზიტისას, რომელიც 3 ივლისს დაიწყება. საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ორკვირიანი ვიზიტი 7 მარტს დასრულდა. მისიას ხელმძღვანელობდა აღმოსავლეთისა და შუა აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე პაულო ნოიჰაუსი. ამ სტუმრობის მიზანი იყო "სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის" პროგრამის მიმდინარეობის მეორე ეტაპის განხილვა, ფულად-საკრედიტო პოლიტიკის, 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პარამეტრებისა და სტრუქტურული რეფორმების საკითხების მიმოხილვა.
XS
SM
MD
LG