Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პარლამენტმა ერთხმად მიიღო რეზოლუცია


საქართველოს პარლამენტმა ერთხმად მიიღო რეზოლუცია მოთხოვნით, რომ გაუქმებულ იქნეს რუსეთის სამხედრო ბაზები ბათუმსა და ახალქალაქში.

საქართველოს პარლამენტმა ერთხმად მიიღო რეზოლუცია მოთხოვნით, რომ გაუქმებულ იქნეს რუსეთის სამხედრო ბაზები ბათუმსა და ახალქალაქში.
რეზოლუციაში ნათქვამია, რომ თუკი 15 მაისამდე ვერ მოხერხდება შეთანხმება ბაზების ლიკვიდაციის თაობაზე, თბილისი მოითხოვს მათ გატანას მომავალი წლის პირველ იანვრამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში პარლამენტი საქართველოს მთავრობას შესთავაზებს, რომ შეჩერდეს რუსეთის სამხერდოებისთვის ვიზების გაცემა და შეიზღუდოს მათი გადაადგილება ქვეყნის ტერიტორიაზე. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო გამოდის წინადადებით, რომ ბაზებს 3-4 წელში გაიტანს, მაშინ როცა ადრე იგი 11 წელს ითხოვდა საამისოდ.
XS
SM
MD
LG