Accessibility links

logo-print

ზუსტად ერთი წლის წინ მადრიდში


ზუსტად ერთი წლის წინ მადრიდში ათი ტერორისტულ აქტი მოხდა, მატარებლებში აფეთქებების შედეგად 191 ადამიანი

ზუსტად ერთი წლის წინ მადრიდში ათი ტერორისტულ აქტი მოხდა, მატარებლებში აფეთქებების შედეგად 191 ადამიანი
დაიღუპა, ორი ათასამდე დაშავდა.
დღეს მთელ ესპანეთში საეკლესიო ზარები რეკავდა. შუა დღისას 5 წუთიანი დუმილით გარდაცვლილების ხსოვნას სცეს პატივი. რადიომ და ტელევიზიამ მუშაობა შეწყვიტა.
გარდაცვლილთა ნათესავების თხოვნით, სამგლოვიარო ცერემონია ყოველგვარი სიტყვის წარმოთქმის გარეშე გაიმართა. მას გაეროს გენერალური მდივანი კოფი ანანი, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის მინისტრი ხავიერ სოლანა, ესპანეთის პრემიერი ხოსე ლუის ზაპატერო დაესწრნენ.
ამ ტერაქტებზე პასუხისმგებლობა ისლამისტმა ექსტრემისტებმა იკისრეს, მათ თანახმად, ეს იყო პროტესტი ერაყსა და ავღანეთში ესპანეთის ჯარის გაგზავნის წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG