Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ სირიის ჯარის ლიბანიდან გაყვანას უნდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ სირიის ჯარის ლიბანიდან გაყვანას უნდა
მოჰყვეს უშიშროების ჯაშუშების გაყვანაც. ლავროვმა ლიბანის ოპოზიციის ლიდერთან ვალიდ ჯამბლატთან საუბრის შემდეგ თქვა, რომ რუსეთი ყურადღებით ადევნებს თვალს სირიის ჯარის მოძრაობას ბეკაას ველისკენ. ჯამბლატმა განაცხადა, რომ ოპოზიციასაც სურს სირიის ჯარის მთლიანად გაყვანა ლიბანიდან, გასაკუთრებით კი უშიშროების სამსახურისა.
ლიბანიდან მიღებული ცნობით, სირიამ ლიბანის აღმოსავლეთისკენ ჯარის დიდი ნაწილი გადაიყვანა, მაგრამ იტოვებს უშიშროების ორ ბიუროს და ორ სამხედრო სიმაგრეს ქალაქ ტრიპოლის გარშემო.
XS
SM
MD
LG