Accessibility links

აშშ-ის საფინანსო ჟურნალ “ფორბსში” გამოქვეყნდა


აშშ-ის საფინანსო ჟურნალ “ფორბსში” გამოქვეყნდა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სია, რომლის თანახმად

აშშ-ის საფინანსო ჟურნალ “ფორბსში” გამოქვეყნდა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სია, რომლის თანახმად
ყველაზე მეტი მილიარდი კვლავაც “მაიკროსოფტის” დამაარსებელს ბილ გეიტსსა აქვს. ჟურნალის გამომცემელმა სტივ ფორბსმა განაცხადა, რომ მილიარდერთა რიხვი გაიზარდა.
(ფორბსის ხმა) “წელს მსოფლიოში 692 მილიარდერია, რაც შარშანდელთან შედარებით 104-ით მეტია. შარშან 587 მილიარდერი გვყავდა. გარდაცვალებების და სიმდიდრის დაკარგვის მიუხედავად, ამ სიას უფრო მეტი ადამიანი შეემატა ვიდრე გამოაკლდა. აშშ-ს 69 მილიარდერი ჰყავს, ევროპას 38 და აზიას 13”.
მსოფლიოში მესამე ყველაზე მდიდარი კაცია ინდური წარმოშობის ფოლადით მოვაჭრე ლაკშმი მიტალი, რომელმაც ყველაზე სწრაფად გაზარდა თავისი ქონება. სიაში 27 რუსი ბიზნესმენია. მათ შორის უმდიდრესია რომან აბრამოვიჩი, ის 27 ადგილზეა და ცამეტ მილიარდზე მეტი აქვს. რუსეთის სანავთობო ფირმის “იუკოსის” ყოფილი ხელმძღვანელი, ამჟამად საპატიმროში მყოფი ვიქტორ ხოდოკოვსკსი ყველაზე უფრო დიდი ზარალის მქონეთა შორის პირველია”.
XS
SM
MD
LG