Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ მზად არის, ირანისთვის გარკვეული


აშშ მზად არის, ირანისთვის გარკვეული ეკონომიკური შეღავათების დაწესებას დათანხმდეს,

აშშ მზად არის, ირანისთვის გარკვეული ეკონომიკური შეღავათების დაწესებას დათანხმდეს,
თუ ეს ქვეყანა ხელს აიღებს ურანის გამდიდრების პროგრამაზე. ამ შინაარსის განცხადება დღეს გამოაქვეყნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა. მისი თქმით, პრეზიდენტი ჯორჯ ბუში თანახმაა, წინ აღარ აღუდგეს ირანის გაწევრიანებას ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში. მაგრამ საამისოდ თეირანმა უარი უნდა თქვას თავისი ბირთვული პროგრამის განხორციელებაზე. ირანისგან ამასვე მოითხოვენ საფრანგეთი, გერმანია და დიდი ბრიტანეთი.
XS
SM
MD
LG