Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პალესტინელთა ორგანიზაციამ “ჰამასმა” განაცხადა, რომ


პალესტინელთა ორგანიზაციამ “ჰამასმა” განაცხადა, რომ თვითმმართველობის საპარლამენეტო არჩევნებზე,

პალესტინელთა ორგანიზაციამ “ჰამასმა” განაცხადა, რომ თვითმმართველობის საპარლამენეტო არჩევნებზე,
ივლისში, თავის კანდიდატებს წამოაყენებს.
ჰამასის ლიდერმა მოჰამად ღაზალმა დღეს ნაბლუსში, პალესტინელთა ტერიტორიაზე ასე თქვა”
(ღაზალის ხმა) “გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენი მოძრაობის სხვადასხვა ნაწილების, პალესტინის შიგნით და გარეთ, კონსულტაციების შემდეგ მივიღეთ, შეიცავს ასევე პალესტნელი ხალხის კანონიერ უფლებებს, მათ შორის განთავისუფლების და ოკუპაციასთან ბრძოლის უფლებას.”
“ჰამასის” წარმომადგენელთა გამარჯვებამ მუნიციპალურ არჩევნებში საგძნობი დარტყმა მიაყენა პრეზიდენტის მაჰმუდ აბასის პარტიის “ფატჰის” პოზიციებს. საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებამ კიდევ უფრო შეიძლება შეამციროს აბასის გავლენა, რომელიც ცდილობს დაარწმუნოს ექსტრემისტული ორგანიზაციები შეწყვიტონ თადასხმა ისრაელებზე.
XS
SM
MD
LG