Accessibility links

logo-print

ყირგიზეთში გრძელდება საპროტესტო გამოსვლები, რომელთა


ყირგიზეთში გრძელდება საპროტესტო გამოსვლები, რომელთა მონაწილეები საპარლამენტო არჩევნების პირველ

ყირგიზეთში გრძელდება საპროტესტო გამოსვლები, რომელთა მონაწილეები საპარლამენტო არჩევნების პირველ
ტურში დარღვევებზე ლაპარაკობენ, ამავე დროს ყირგიზეთი ემზადება მეორე ტურისთვის, რომელიც ხვალ გაიმართება. ქალაქ ჯალალ აბადიდან იუწყებიან, რომ 2000-მდე კაცი მონაწილეობს მიტინგში, ქალაქ ოშში კი, ნაკლები - 800. წუხელ პროტესტანტთა მცირე ჯგუფმა ბიშკეკისა და ტოკომკის შემაკავშირებელი გზა გადაკეტა. ხვალინდელ არჩევნებში უნდა გამოვლინდეს პარლამენტის ნახევარზე მეტი მანდატის მფლობელის ვინაობა, პირველმა ტურმა ისინი ვერ გამოავლინა.
დღეს პარიზის ეგრეთწოდებულმა “კრედიტორთა კლუბმა” ყირგიზეთს ვალების ჩამოაწერა, 124 მილიონი დოლარი, და კიდევ 431 მილიონი დოლარის ოდენობის ვალის რესტრუქტურიზაცია შესთავაზა. პრეზიდენტ აყაევმა თქვა, რომ ეს იმის ნიშანია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ჩვენს პოლიტიკას იზიარებსო.
XS
SM
MD
LG