Accessibility links

logo-print

ირანი გააგრძელებს ბირთვულ პროგრამებს, მიუხედავად


ირანი გააგრძელებს ბირთვულ პროგრამებს, მიუხედავად აშშ-ის და ევროპის კავშირის წინადადებისა დათმობაზე წავიდეს,

ირანი გააგრძელებს ბირთვულ პროგრამებს, მიუხედავად აშშ-ის და ევროპის კავშირის წინადადებისა დათმობაზე წავიდეს,
განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ჰამიდ რეზა ასეფიმ. მან თქვა, რომ ირანი მშვიდობიანი მიზნებით იყენებს ბირთვულ ტექნოლოგიას და არც ზეწოლა, არც ქრთამი და არც მუქარა მას არ გადააფიქრებინებს დათმოს. გუშინ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, კონდოლიზა რაისმა გამოაცხადა, რომ აღარ ვიქნებით წინააღმდეგი ირანის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში შესვლისა და ნებას დავრთავთ ირანს მიიღოს სამოქალქო ავიაციისთვის საჭირო სათადარიგო ნაწილებიო. პრეზიდენტმა ბუშმა განაცხადა, რომ ეს ინიციატივა გერმანიის, ბრიტანეთის და საფრანგეთის წინადადების მხარდასაჭერად იყო წამოწყებული. ეს ქვეყნები ცდილობენ დაიყოლიონ ირანი შეწყვიტოს ურანის გამამდიდრებელი სამუშაოები. დღეს რუსეთი მიესალმა აშშ-ის ინიციატივას, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო “დადებითად” შეხვდა მას.
XS
SM
MD
LG