Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, შიდა ქართლის


საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის ხელმძღვანელობა,

საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის ხელმძღვანელობა,
ისევე, როგორც რეგიონის ყველა რაიონის პოლიციის უფროსები, მათი საქმიანობის საბოლოო გარკვევამდე გადაყენებული არიან თანამდებობიდან. რეგიონში კონტრაბანდის ფაქტების გამოძიებას პრეზიდენტი პირად კონტროლზე აიყვანს. დღეს დილით შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა მიერ განხორციელებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულ იქნა ქარელის რაიონის პოლიციის უფროსი ბესო გიორგაშვილი, რომელიც, როგორც რადიო "თავისუფლების" გორელი კორესპონდენტი იუწყება, თავად აცილებდა მანგანუმის წიდით დატვირთულ ავტომანქანას ცხინვალის მიმართულებით. თანამდებობიდან გაათავისუფლეს შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსი ალექსანდრე სუხიტაშვილი, რომელსაც ვლადიმერ ჯუღელი შეცვლის.
XS
SM
MD
LG