Accessibility links

logo-print

სამხრეთი ლიბანის ქალაქ ნაბატიეჰში ასეულათასობით


სამხრეთი ლიბანის ქალაქ ნაბატიეჰში ასეულათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა

სამხრეთი ლიბანის ქალაქ ნაბატიეჰში ასეულათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა
"ჰისბოლას" მოძრაობის მხარდასაჭერ დემონსტრაციაში. დემონსტრანტები ანტიამერიკულ ლოზუნგებს გაჰყვიროდნენ და აშკარად გამოხატავდნენ სირიის მიმართ მხარდაჭერას. ხვალისთვის ოპოზიცია ბეირუთში ანტისირიული დემონსტრაციის გამართვას გეგმავს. სირიამ უკვე გამოაცხადა, რომ ლიბანიდან სრული შემადგენლობით გაიყვანს თავის ჯარს, როგორც ამას გაეროს შესაბამისი რეზოლუცია მოითხოვს. დღესვე, გაეროს საგანგებო წარგზავნილი ტერიე როდ-ლარსენი ბეირუთში შეხვდა ლიბანის პროსირიული მთავრობის წარმომადგენლებს. მოლაპარაკების მსვლელობაში მხარეებმა ლიბანში შექმნილი დაძაბულობის განმუხტვის გზებზე იმსჯელეს.
XS
SM
MD
LG