Accessibility links

logo-print

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ორშაბათს


საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ორშაბათს თელავს ეწვია. მან იქ დისლოცირებული მეთერთმეტე

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ორშაბათს თელავს ეწვია. მან იქ დისლოცირებული მეთერთმეტე
ბრიგადა დაათვალიერა. თელავში ყოფნისას სააკაშვილმა საქართველოდან რუსეთის ბაზების გატანის პერსპექტივით შეშფოთებული საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ განაცხადა: [სააკაშვილის ხმა] "იმასთან დაკავშირებით, რომ რუსული ბაზები გადის საქართველოდან, ჩვენ ყველა მოსამსახურეს, საქართველოს მოქალაქეს, ვინც არის რუსულ ბაზებზე, გარანტირებულად მივცემთ სამსახურს ქართულ შეიარაღებულ ძალებში. მაგალითად ახალქალაქში ჩვენ გადავიყვანთ მათ ადგილობრივ, ჩვენს სახელმწიფო ნაწილში..." შეგახსენებთ, რუსეთის სამხედრო ბაზების გატანის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტმა 10 მარტს მიიღო. გადაწყვეტილების თანახმად, ბაზები საქართველოდან 2006 წლის 1 იანვრამდე უნდა გაიტანონ. პარლამენტის ამ გადაწყვეტილების გამო ახალქალაქში საპროტესტო აქციაც გაიმართა, რომელიც დროებით შეწყდა. აქციის ორგანიზატორებმა პრეზიდენტს მათი სოციალური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ვადა 31 მარტამდე მისცეს.
XS
SM
MD
LG