Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს გენერალური მდივანი კოფი ანანი


გაეროს გენერალური მდივანი კოფი ანანი პალესტინის ლიდერ მაჰმუდ აბასს შეხვდა. ბოლო ოთხი წლის მანძილზე

გაეროს გენერალური მდივანი კოფი ანანი პალესტინის ლიდერ მაჰმუდ აბასს შეხვდა. ბოლო ოთხი წლის მანძილზე
კოფი ანანი პირველად ეწვია ახლო აღმოსავლეთის რეგიონს. ის მაჰმუდ აბასთან შეხვედრით კმაყოფილია: [ანანის ხმა] "პალესტინის პრეზიდენტთან მოვლენათა განვითარებაზე ვისაუბრე, კერძოდ, ისრაელის ჯარების ღაზიდან გასვლასა და დასავლეთი ნაპირის 5 ქალაქის დაბრუნებაზე, რაც ძალიან მოკლე დროში განხორციელდება. მსგავსი საუბარი მქონდა გუშინ პრემიერ-მინისტრ შარონთანაც და მე ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რაც მოვისმინე". ბევრი მიმომხილველის აზრით, ანანის ვიზიტი ახლო აღმოსავლეთში გაპირობებულია ახალი ეტაპის დაწყებით რეგიონის სამშვიდობო პროცესში. სამშაბათს ანანი იერუსალიმში ჰოლოკოსტის ახალი მუზეუმის გახსნას დაესწრება.
XS
SM
MD
LG