Accessibility links

logo-print

რუსული ჟურნალი "რუსსკი ნიუზვიკი" ვარაუდობს


რუსული ჟურნალი "რუსსკი ნიუზვიკი" ვარაუდობს, რომ ტოლსტოი-იურტში ასლან მასხადოვის განადგურება

რუსული ჟურნალი "რუსსკი ნიუზვიკი" ვარაუდობს, რომ ტოლსტოი-იურტში ასლან მასხადოვის განადგურება
რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის მიერ ინსცენირებული იყო. "რუსსკი ნიუზვიკის" კორესპონდენტები, რომლებიც თითქოს ეწვივნენ ტოლსტოი-იურტის იმ სახლის პატრონებს, სადაც, გავრცელებული ცნობით, ასლან მასხადოვი მოკლეს, ირწმუნებიან, რომ ოჯახის დიასახლისი არ ადასტურებს ასლან მასხადოვის სტუმრობას მის სახლში და რომ სახლის სარდაფში ოთხი ზრდასრული ადამიანი ვერაფრით მოთავსდებოდა. "რუსსკი ნიუზვიკის" კორესპონდენტები წერენ, რომ ტოლსტოი-იურტის მაცხოვრებლებსაც ჰგონიათ, რომ ასლან მასხადოვის გვამი სხვა ადგილიდან მოიტანეს.
XS
SM
MD
LG