Accessibility links

logo-print

"ახალი მემარჯვენეები" შიდა ქართლში პრეზიდენტის


"ახალი მემარჯვენეები" შიდა ქართლში პრეზიდენტის რწმუნებულის მიხეილ ქარელის

"ახალი მემარჯვენეები" შიდა ქართლში პრეზიდენტის რწმუნებულის მიხეილ ქარელის
თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვენ. "ახალი მემარჯვენეების" ლიდერის დავით გამყრელიძის განცხადებით, კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლა ეფექტიანი ვერ იქნება, თუ არ გამოიძიეს პრეზიდენტის რწმუნებულისა და "მისი კლანის" საქმიანობა. თბილისში გამართულ პრესკონფერეციაზე გამოსვლისას, გამყრელიძემ მიხეილ ქარელის გარდა შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილიც ახსენა: [დავით გამყრელიძის ხმა]: "დაისაჯნენ შემსრულებლები და არ დაისაჯა მთავარი მოქმედი პირი, ის მოქმედი პირები, როგორიც იყვნენ ქარელი და კიდევ უფრო ზევით, ალბათ, ოქრუაშვილი და მთავარი, ასე ვთქვათ, მაკონტროლებლები ამ რეგიონისა." შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსი ალექსანდრე სუხიტაშვილი თანამდებობიდან გუშინ გაათავისუფლეს. რეგიონის პოლიციის ახალმა უფროსმა ლადო ჯუღელმა დღეს დილით დაითხოვა სამხარეო პოლიციის უფროსის ყველა მოადგილე და რაიონების პოლიციის უფროსები.
XS
SM
MD
LG