Accessibility links

logo-print

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო


საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი უარყოფს ხმებს,

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი უარყოფს ხმებს,
თითქოს შიდა ქართლის სამხარეო პოლიციაში მომხდარი საკადრო ცვლილებები მასა და თავდაცვის მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს შორის დაპირისპირების შედეგი ყოფილიყოს. მერაბიშვილის თქმით, ოქრუაშვილი მისი უახლოესი მეგობარია, და მისთვის მიუღებელი და წარმოუდგენელია დაპირისპირება არა მარტო მასთან, არამედ სამთავრობო გუნდის ნებისმიერ სხვა წევრთანაც. ზოგიერთი ცნობის თანახმად, შინაგან საქმეთა მინისტრმა საკადრო ცვლილებები შიდა ქართლში გავლენის ირაკლი ოქრუაშვილის გავლენის შესამცირებლად განახორციელა, ვინაიდან სამხარეო პოლიციის აწ უკვე ყოფილი უფროსიც და შიდა ქართლში პრეზიდენტის რწმუნებული მიხეილ ქარელიც ოქრუაშვილის მხარდაჭერით სარგებლობდნენ.
XS
SM
MD
LG