Accessibility links

logo-print

ეუთოს მეთვალყურეთა დელეგაციის დასკვნით, ყირგიზეთში <br>კვირას


ეუთოს მეთვალყურეთა დელეგაციის დასკვნით, ყირგიზეთში კვირას ჩატარებულმა საპარლამენტო

ეუთოს მეთვალყურეთა დელეგაციის დასკვნით, ყირგიზეთში
კვირას ჩატარებულმა საპარლამენტო
არჩევნების მეორე ტურმა ვერ უპასუხა დადგენილ საერთაშორისო ნორმებს. ეუთოს თანახმად, ისევე, როგორც თებერვალში მოწყობილ პირველ ტურში, ამჯერადაც აღინიშნა დარღვევები, რომელმაც გავლენა იქონია კენჭისყრის შედეგზე: მიკერძოებულად მუშაობდა მედია, აღირიცხა ხმების ყიდვის და კანდიდატებისთვის რეგისტრაციის დაუსაბუთებლად გაუქმების შემთხვევები. საპირისპიროა დსთ-ის მეთვალყურეთა დელეგაციის დასკვნა, რომლის თანახმად, არჩევნები ორგანიზებულად, თავისუფლად და სამართლიანად ჩატარდა. საპარლამენტო ადგილების უმრავლესობა მთავრობის მხარდამჭერმა კანდიდატებმა მოიპოვეს. ოპოზიციის მხარდამჭერები ამის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამენ და დარღვევების სიმრავლეზე ამახვილებენ ყურადღებას. ყირგიზეთის რამდენიმე ქალაქში გრძელდება ოპოზიციის მომხრეთა საპროტესტო აქციები.
XS
SM
MD
LG