Accessibility links

logo-print

ბეირუთის ცენტრში ასიათასობით ადამიანი შეიკრიბა


ბეირუთის ცენტრში ასიათასობით ადამიანი შეიკრიბა ლიბანიდან სირიის ჯარების გაყვანის

ბეირუთის ცენტრში ასიათასობით ადამიანი შეიკრიბა ლიბანიდან სირიის ჯარების გაყვანის
მოთხოვნით. სააგენტოების თანახმად, დემონსტრანტები ბეირუთში ლიბანის ყველა კუთხიდან ჩავიდნენ. კვირას დემონსტრაციაში ნახევარ მილიონამდე ადამიანი მონაწილეობდა. როგორც იუწყებიან, დღეს მათი რიცხვი 800 ათასამდე გაიზარდა. სირიამ უკვე განაცხადა თანხმობა ლიბანიდან ჯარების გაყვანაზე. დასაზუსტებელია მხოლოდ გაყვანის გრაფიკი.
XS
SM
MD
LG