Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეჩენ მეამბოხეთა ახალი ლიდერის, აბდულ-ხალიმ


ჩეჩენ მეამბოხეთა ახალი ლიდერის, აბდულ-ხალიმ სადულაევის განცხადებით,

ჩეჩენ მეამბოხეთა ახალი ლიდერის, აბდულ-ხალიმ სადულაევის განცხადებით,
ჩეჩენი ხალხი არასოდეს დანებდება რუსეთს და ბოლომდე იბრძოლებს დამოუკიდებლობისთვის. მეამბოხეთა ინტერნეტ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში სადულაევი ამბობს, რომ ჩეჩნები თავს არ დაესხმებიან უდანაშაულო ადამიანებს, მაგრამ მიმართავენ "ღმერთისთვის დასაშვებ" ყველა გზას, რათა რუსეთისგან დამოუკიდებლობას მიაღწიონ. ფართო საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი სადულაევი ჩეჩენმა მეამბოხეებმა თავიანთ ლიდერად ამ რამდენიმე დღის წინათ დაასახელეს. გასულ სამშაბათს რუსეთის სპეცსამსახურებმა მოკლეს თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტი ასლან მასხადოვი. დღეს რუსმა ჯარისკაცებმა სოფელ ტოლსტოი-იურტში დაანგრიეს და მიწასთან გაასწორეს სახლი, რომელშიც მასხადოვი მოკლეს.
XS
SM
MD
LG