Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში დღეს, სულ ცოტა, ორი


ერაყში დღეს, სულ ცოტა, ორი ბომბის აფეთქებას მოჰყვა ადამიანის მსხვერპლი.

ერაყში დღეს, სულ ცოტა, ორი ბომბის აფეთქებას მოჰყვა ადამიანის მსხვერპლი.
ბაღდადში სამედიცინო კომპლექსის მახლობლად მოწყობილი აფეთქების სამიზნე, როგორც ერაყის პოლიცია ვარაუდობს, იყო პოლიციელების ბადრაგი. მაგრამ თვითმკვლელმა მოიერიეშემ ავტომანქანა, ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო ჩადებული, ხეს დააჯახა. დაიღუპა ერთი ბავშვი, დაიჭრა ოთხი ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი. მეორე ბომბი კი ბაღდადის აეროპორტის გზაზე აფეთქდა, როცა იმ ადგილს ამერიკელების სამხედრო ბადრაგი უახლოვდებოდა. დაიღუპა ოთხი სამოქალაქო პირი, დაიჭრა 7 ადამიანი, მათ შორის 2 პოლიციელი.
XS
SM
MD
LG