Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტის ხელფასი 4000 ლარით


საქართველოს პრეზიდენტის ხელფასი 4000 ლარით განისაზღვრება.

საქართველოს პრეზიდენტის ხელფასი 4000 ლარით განისაზღვრება.
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა დღეს განიხილა საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის შრომის ანაზღაურებას შეეხება. "სახელფასო პოლიტიკაში მიმდინარე რეფორმის ფარგლებში მომზადდა კანონპროექტი "საქართველოს პრეზიდენტის შრომის ანაზღაურების შესახებ", რომლის მიხედვითაც პრეზიდენტი 2005 წლის 1 იანვრიდან ბიუჯეტიდან 4000 ლარს მიიღებს. ნორმატიული აქტი, რომლითაც პრეზიდენტის შრომის ანაზღაურება დარეგულირდებოდა დღემდე არ არსებობდა", - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი გოდაბრელიძემ.
მისი თქმით, აქამდე პრეზიდენტი ხელფასის სახით ბიუჯეტიდან 400 ლარს, ხოლო განვითარებისა და რეფორმების ფონდიდან 2000 დოლარის ოდენობის დანამატს იღებდა. "რეალურად პრეზიდენტის შრომის ანაზღაურება არ იცვლება, თუმცა მოხდება მისი საკანონმდებლო ჩარჩოებში მოქცევა. ფინანსთა სამინისტრო პრეზიდენტისთვის შრომის ანაზღაურების სახით 7000 ლარის დანიშვნას აპირებდა, თუმცა, თავად მიხეილ სააკაშვილმა ამაზე უარი განაცხადა", - აღნიშნა გოდაბრელიძემ. ამჟამად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შრომის ანაზღაურება 3800 ლარს შეადგენს, პრემიერ-მინისტრის ხელფასი 3600 ლარია, მინისტრების 3000 ლარი, ხოლო მინისტრების მოადგილეებს 2000 ლარის ოდენობის ხელფასი გააჩნიათ. პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა აღნიშნულ კანონპროექტს მხარი დაუჭირა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო "ინტერ-პრესი".
XS
SM
MD
LG