Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ პარლამენტის შენობის წინ შეკრებილ სტუდენტებს მოუწოდა,

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ პარლამენტის შენობის წინ შეკრებილ სტუდენტებს მოუწოდა,
არ მისცენ გარკვეულ ძალებს საკითხის პოლიტიზების საშუალება. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, სტუდენტები თავად უნდა აღუდგნენ წინ მათ, ვინც ცდილობს, მათი აქცია პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს. "საქართველოში მოქმედებს კანონი "მანიფესტაციების შესახებ" და სტუდენტების თავისუფლებას არ ვზღუდავთ, მაგრამ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები ცივილიზებულ ჩარჩოებში უნდა ჩავაყენოთ. თბილისში აღარ უნდა დაბრუნდეს კარვების დრო, რადგან საქართველომ ეს პერიოდი უკვე გაიარა" - აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ და მოუწოდა სტუდენტებს, მიმართონ პროტესტის ცივილიზებულ ფორმებს და საკუთარი ინტერესების დასაცავად სასამართლოში სარჩელი შეიტანონ.
XS
SM
MD
LG