Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთმა კორეამ გააკრიტიკა აშშ-ის სახელმწიფო


ჩრდილოეთმა კორეამ გააკრიტიკა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი,

ჩრდილოეთმა კორეამ გააკრიტიკა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი,
რომელმაც კომუნისტურ კორეას “ტირანიის მებაირახტრე” უწოდა. იმავდროულად ჩრდილოეთმა კორეამ გამორიცხა მის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკების განახლება. როგორც სამხრეთი კორეის საინფორმაციო სააგენტო "იონჰაპი" იუწყება, კომუნისტური კორეის საგარეო უწყების პრესმდივანმა აღნიშნა, რომ ფხენიანი ვერ დაუბრუნდება მოლაპარაკების მაგიდას მას შემდეგ, რაც მას “ტირანიის მებაირახტრე” უწოდეს. პრესმდივანმა კონდოლიზა რაისისაგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა. რაისი ამ კვირაში ეწვევა იაპონიას, სამხრეთ კორეასა და ჩინეთს. ვიზიტის მთავარ თემად მიჩნეულია ჩრდილოეთი კორეის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკების განახლება.
XS
SM
MD
LG