Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი ისლამაბადში ჩავიდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი ისლამაბადში ჩავიდა
ტერორიზმის, ბირთვული გაუვრცელებლობის საკითხებზე, აგრეთვე პაკისტანისთვის F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების მიყიდვის შესაძლებლობაზე მოსალაპარაკებლად. რაისი აზიის 6 სახელმწიფოში მოგზაურობს. ისლამაბადში ის პრემიერ-მინისტრ შაუკატ აზიზს და პრეზიდენტ ფერვეზ მუშარაფს ხვდება. დღესვე დელიში სტუმრობისას რაისმა გამოთქვა აშშ-ის შეშფოთება ინდოეთის გეგმის გამო, განახორციელოს ირანთან ერთობლივი გაზსადენის პროექტი. თავის მხრივ, ინდოეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ნატვარ სინხმა შეშფოთება გამოთქვა აშშ-ის გეგმის გამო, საბრძოლო თვითმფრინავები მიჰყიდოს პაკისტანს.
XS
SM
MD
LG