Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს დაუდგენელი პირები თავს დაესხნენ


დღეს დაუდგენელი პირები თავს დაესხნენ ავტომანქანას, რომლითაც რუსეთის კომპანია РАО ЕЭС-ის ხელმძღვანელი,

დღეს დაუდგენელი პირები თავს დაესხნენ ავტომანქანას, რომლითაც რუსეთის კომპანია РАО ЕЭС-ის ხელმძღვანელი,
ანატოლი ჩუბაისი მგზავრობდა. ეს მოხდა მოსკოვის მახლობლად, მინსკის შოსეზე, სადაც, ავტომანქანის მოახლოებასთან ერთად ჯერ ნაღმი აფეთქდა, ხოლო შემდეგ თავდამსხმელებმა ჩუბაისის ავტომობილს ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნეს. ჩუბაისის განცხადებით, იგი ხვდება, ვინ მოაწყო თავდასხმა. [ანატოლი ჩუბაისის ხმა] "ვიცი, ვინ შეიძლება იყოს დამკვეთი. ახლა ვაპირებ, სპეცსამსახურებთან სრული და მჭიდრო თანამშრომლობით, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, ისე უშიშროების ფედერალურ სამსახურთან (არ ვიცი, ვისი გამოსაძიებელი იქნება ეს სისხლის სამართლის საქმე), ყოველი ღონე ვიხმარო, რათა მომხდარი დაუსჯელი არ დარჩეს." მოგვიანებით, მოსკოვის მახლობლად, აღმოჩენილ იქნა ავტომანქანა, რომლითაც, როგორც ვარაუდობენ, თავდამსხმელები გაიქცნენ. დადგენილია ავტომანქანის მფლობელის ვინაობა.
XS
SM
MD
LG