Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა, რომელიც აზიის ქვეყნებში მოგზაურობს,

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა, რომელიც აზიის ქვეყნებში მოგზაურობს,
დღეს ავღანეთის ლიდერებთან ერთად განიხილა ამ ქვეყნის ეკონომიკის აღდგენა-განვითარების, ტერორიზმთან და ნარკოტიკებით ვაჭრობასთან ბრძოლის საკითხები. ავღანეთის პრეზიდენტთან, ჰამიდ კარზაისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე რაისმა განაცხადა, რომ 1989 წელს, ავღანეთის დატოვებით, შეერთებულმა შტატებმა შეცდომა დაუშვა. [კონდოლიზა რაისის ხმა] "ამ ქვეყანასთან ჩვენ შორს მიმავალი გეგმები გვაკავშირებს. კარგად დავინახეთ, რას ნიშნავს ასეთი გეგმის უქონლობა, როცა 1989 წელს - მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირი იქიდან წავიდა - ჩვენ ინტერესი არ გამოვიჩინეთ. მე დღეს ვუთხარი პრეზიდენტ კარზაის, რომ 11 სექტემბერი, გარკვეულწილად, ავღანელი და ამერიკელი ხალხის საერთო ტრაგედიაა, რომლის საფუძველი სწორედ იმ პერიოდში უნდა ვეძებოთ." კონდოლიზა რაისმა კმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ ავღანეთი, რომელიც ერთ დროს ტერორიზმის წყაროს წარმოადგენდა, ტერორიზმის წინააღმდეგ მებრძოლად იქცა.
XS
SM
MD
LG