Accessibility links

ჩინელი დისიდენტი რებია კადირი, რომელიც


ჩინელი დისიდენტი რებია კადირი, რომელიც უიგურების ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელია,

ჩინელი დისიდენტი რებია კადირი, რომელიც უიგურების ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელია,
დღეს აშშ-შის ჩავიდა მას შემდეგ, რაც 6 წელი დაჰყო ჩინეთის ციხეში. როგორც იუწყებიან, მას აშშ-ში მეუღლე და შვილები დახვდნენ. კადირი ჩინეთში 1999 წელს დააპატიმრეს და 2000 წელს 8 წლით პატიმრობა მიუსაჯეს სახელმწიფო სადაზვერვო ინფორმაციის უცხოეთისთვის მიწოდების ბრალდებით. როგორც ცნობებშია ნათქვამი, კადირი ჩინური გაზეთებიდან ამოჭრილ სტატიებს უგზავნიდა ქმარს შეერთებულ შტატებში. პატიმრობიდან მისი ვადამდე გათავისუფლება წინ უსწრებს ჩინეთში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, კონდოლიზა რაისის ვიზიტს, რომელიც კვირას იწყება.
XS
SM
MD
LG