Accessibility links

logo-print

წუხელ წალკის რაიონის სოფელ ავრალოში


წუხელ წალკის რაიონის სოფელ ავრალოში შეიჭრნენ მეზობელ სოფელში მცხოვრები სომეხი და ბერძენი ეროვნების მოქალაქეები.

წუხელ წალკის რაიონის სოფელ ავრალოში შეიჭრნენ მეზობელ სოფელში მცხოვრები სომეხი და ბერძენი ეროვნების მოქალაქეები.
ისინი ხელკეტებით იყვნენ შეიარაღებული და სცემეს ავრალოში ჩასახლებულ 15-მდე აჭარელს, დაარბიეს სოფლის სკოლა. დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელისა და შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის განცხადებით, წალკის რაიონში ხელისუფლება სიტუაციას სრულად აკონტროლებს. როგორც მერაბიშვილმა განაცხადა, დაპირისპირება საქონლის ქურდობის გამო მოხდა. საინფორმაციო სააგენტო "ინტერ-პრესის" ცნობით, სოფელ ავრალოში სიტუაციას ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის 50-მდე თანამშრომელი და შს სამინისტროს სპედანიშნულების რაზმის 30-კაციანი ჯგუფი აკონტროლებენ. დღესვე წალკის ინციდენტზე კომენტარი გააკეთა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა გიგა ბოკერიამ. მისი თქმით, წალკაში განვითარებული მოვლენები ადასტურებს, რომ რეგიონებში ხელისუფლებას ჯერ კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი.
XS
SM
MD
LG