Accessibility links

logo-print

სერგეი ბაღაფში გამოთქვამს მზადყოფნას, შეხვდეს


სერგეი ბაღაფში გამოთქვამს მზადყოფნას, შეხვდეს საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს.

სერგეი ბაღაფში გამოთქვამს მზადყოფნას, შეხვდეს საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს.
თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ეს მზადყოფნა გამოთქვა პრესკონფერენციაზე, რომელიც მოსკოვში გაიმართა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში შეხვედრების შემდეგ. "ამგვარი შეხვედრა დიპლომატებმა უნდა მოამზადონ, შეხვედრის ადგილის განსაზღვრა კი პრობლემას არ წარმოადგენს" - აღნიშნა ბაღაფშმა პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ გასულ კვირას გაკეთებული იმ განცხადების საპასუხოდ, რომელიც მათი შეხვედრის გამართვის აუცილებლობას ეხებოდა. ბაღაფში ფიქრობს, რომ ურთიერთობის აღდგენა ეკონომიკის სფეროთი უნდა დაიწყოს.
XS
SM
MD
LG