Accessibility links

logo-print

საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო კოლეჯის


საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო კოლეჯის სტუდენტები შიმშილობას განაგრძობენ.

საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო კოლეჯის სტუდენტები შიმშილობას განაგრძობენ.
დღეს მოშიმშილეების რიცხვი გაიზარდა და 30-ს გადააჭარბა. კოლეჯის აუდიტორიაში სტუდენტებმა უვადო შიმშილობა გუშინ დაიწყეს. მათ შორის არიან კოლეჯის სამივე კურსის წარმომადგენლები, რომელთა ასაკი 15-დან 18 წლამდე მერყეობს. მედიკოსების შეფასებით, ამ დროისათვის აქციის მონაწილეთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. სტუდენტების მოთხოვნა კვლავ საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრა და სამედიცინო უნივერსიტეტთან დადებული ხელშეკრულების პირობების შესრულებაა.
XS
SM
MD
LG