Accessibility links

პალესტინის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი კმაყოფილია


პალესტინის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი კმაყოფილია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით და იმით,

პალესტინის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი კმაყოფილია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით და იმით,
რომ პალესტინის რადიკლაური დაჯგუფებები თანახმა არიან გაგრძელდეს ცეცხლის შეწყვეტა: [აბასის ხმა] "ეს პალესტინელთა მნიშვნელოვანი წარმატებაა. ყველა დაჯგუფება თანახმაა ცეცხლის შეწყვეტაზე განუსაზღვრელი დროით. იმედი მაქვს ყველა დაიცავს ამ შეთანხმებას და ის არ დაირღვევა. ეს ჩვენი საშინაო საქმეა და მას ჩვენ მივხედავთ". 17 მარტს ეგვიპტეში შეკრებილმა პალესტინის 13 დაჯგუფების წარმომადგენელმა განაცხადა თანხმობა ისრაელთან ცეცხლის შეწყვეტის გაგრძელებაზე ისრაელის მიერ პალესტინელებზე თავდასხმების შეწყვეტისა და პალესტინელი პატიმრების გათავისუფლების სანაცვლოდ. თუმცა, ერთ-ერთი პალესტინური დაჯგუფების სახალხო წინააღმდეგობის კომიტეტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მისი ორგანიზაცია არ იყო მიწვეული ეგვიპტეში და ამიტომ ის არც არის ვალდებული დაიცვას ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობები.
XS
SM
MD
LG