Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი პარიზში


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი პარიზში ჟაკ შირაკს შეხვდა მანამდე, სანამ გერმანიისა და ესპანეთის

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი პარიზში ჟაკ შირაკს შეხვდა მანამდე, სანამ გერმანიისა და ესპანეთის
ლიდერებს შეხვდებოდა. ჟაკ შირაკი პუტინს ელისეს სასახლეში შეხვდა. იქ ორი ქვეყნის ლიდერები პარიზში მიმდინარე წიგნის ბაზრობაში მონაწილე რუს მწერლებს შეხვდნენ. ვლადიმირ პუტინმა ფრანგულ კულტურასა და ენაში რუსეთის მიერ შეტანილ წვლილზე ისაუბრა: [პუტინის ხმა] "მიმაჩნია, რომ რუსეთმა სერიოზული წვლილი შეიტანა ფრანგული ენისადა კულტურის განვითარებაში, ფრანგული კულტურის წინსვლასა და პოპულარიზაციაში საკმაოდ ხანგრძლივი დროის მანძილზე, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მე-17 საუკუნის დასასრულიდან თითქმის საუკუნენახევრის მანძილზე თითქმის მთელი რუსეთის ელიტა ორენოვანი იყო: ფრანგულად ისევე ლაპარაკობდა, როგორც თავის მშობლიურ ენაზე, ხანდახან უკეთესადაც კი".
XS
SM
MD
LG