Accessibility links

logo-print

2000 ერაყელი შიიტი მონაწილეობდა პარასკევს


2000 ერაყელი შიიტი მონაწილეობდა პარასკევს ბაღდადში მოწყობილ მსვლელობაში. საპროტესტო აქციის საბაბი

2000 ერაყელი შიიტი მონაწილეობდა პარასკევს ბაღდადში მოწყობილ მსვლელობაში. საპროტესტო აქციის საბაბი
თებერვალში განხორციელებულ აფეთქებაში (რომელსაც 125 ადამიანი ემსხვერპლა) იორდანიელის მონაწილეობა გახლდათ. აქციის მონაწილეთა ერთი ნაწილი იორდანიის საელჩოში შეიჭრა და იქ ერაყის დროშა აღმართა. ერაყის ჩრდილოეთში, ქალაქ ქირქუქში კი თურქომანი და არაბი შიიტები, როგორც თავად აცხადებენ - ქურთების მიერ ქირქუქის ანექსიის წინააღმდეგ გამოვიდნენ. ერაყის დროებითი კონსტიტუცია მხარს უჭერს ათეულობით ათასი ქურთის დაბრუნებას ქირქუქში. საუბარი ეხება იმათ, ვინც სადამ ჰუსეინის მმართველობის დროს განდევნეს ამ ქალაქიდან.
XS
SM
MD
LG