Accessibility links

logo-print

რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტები 19


რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტები 19 მარტის შეხვედრის შემდეგ ორ ქვეყანას შორის კავშირების

რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტები 19 მარტის შეხვედრის შემდეგ ორ ქვეყანას შორის კავშირების
განმტკიცების დაპირებას იძლევიან. პუტინის თქმით, იუშჩენკოს სურს რუსეთთან ურთიერთობის განმტკიცება იმისათვის, რომ ორ ქვეყანას შორის სრული ურთიერთნდობა სუფევდეს. პუტინმა 19 მარტის მოლაპარაკებებს კიევში უაღრესად კონსტრუქციული უწოდა. ვიკტორ იუშჩენკომ კი ასე შეაფასა პუტინთან შეხვედრა: [იუშჩენკოს ხმა] "დღეს განვიხილეთ შავი ზღვის ფლოტის უკრაინის ტერიტორიაზე ყოფნის საკითხი, ერთობლივი ენერგეტიკული პროექტები, უკრაინა-რუსეთის საზღვრის საკითხები, სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის საკითხები, დნესტრისპირეთი კონფლიქტი, ჰუმანიტარულ სფეროსთან და კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული საკითხები. ბუნებრივია, ჩვენი მოლაპარაკებების მთავარი თემა გახლდათ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და თანამშრომლობა ამ სფეროში". ვიკტორ იუშჩენკომ განაცხადა, რომ უკრაინის პორტ სევასტოპოლში არსებული რუსეთის ფლოტი ყოველ მიზეზ გარეშე უნდა გავიდეს უკრაინიდან. მოსკოვი შიშობს, რომ თუკი უკრაინა ნატოს შეუერთდება, ამან შეიძლება გამოიწვიოს ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც რუსეთის ფლოტი 2017 წლამდე უნდა იყოს სევასტოპოლში. პუტინის 19 მარტის ვიზიტი უკრაინაში იყო პირველი ნარინჯისფერი რევოლუციის შემდეგ.
XS
SM
MD
LG