Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტაჯიკეთის საგანგებო საქმეთა მინისტრის –


ტაჯიკეთის საგანგებო საქმეთა მინისტრის – მირზო ზიოევის თანახმად, მაშველებმა შაბათს 350 ოჯახის ევაკუაცია

ტაჯიკეთის საგანგებო საქმეთა მინისტრის – მირზო ზიოევის თანახმად, მაშველებმა შაბათს 350 ოჯახის ევაკუაცია
მოახდინეს დედაქალაქ დუშანბეს ახლოს მდებარე რუდაკის რაიონიდან, რომელსაც უდიდესი მეწყერი ემუქრება. ზიოევი აცხადებს, რომ მიწის მონაკვეთი, რომელზეც სოფელი ქიბლაი მდებარეობს პარასკევს ღამით დაიძრა და ამით სოფლის 3500-კაციან მოსახლეობას საფრთხე შეექმნა. მსხვერპლზე ჯერჯერობით ცნობები არ არის. მაგრამ მინისტრი აცხადებს, რომ აუცილებელია რაიონის ყველა სოფლის მოსახლეობის ევაკუაცია. ტაჯიკეთის მეზობელ ავღანეთში წყალდიდობის შედეგად სულ ცოტა 88 ადამიანი დაიღუპა, ათასობით კი უსახლკაროდ დარჩა. 40-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა პაკისტანში, სადაც წყალდიდობამ მგზავრებიანი ავტობუსი მოიტაცა.
XS
SM
MD
LG