Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს კათოლიკეები ქრისტიანული ეკლესიის ერთ-ერთ


დღეს კათოლიკეები ქრისტიანული ეკლესიის ერთ-ერთ მთავარ საუფლო დღესასწაულს, ბზობას აღნიშნავენ.

დღეს კათოლიკეები ქრისტიანული ეკლესიის ერთ-ერთ მთავარ საუფლო დღესასწაულს, ბზობას აღნიშნავენ.
ბზობის შინაარსი დაფუძნებულია სახარების იმ ნაწილზე, რომელშიც გადმოცემულია იერუსალიმში პასექის დღესასწაულზე დასასწრებად იესო ქრისტეს შესვლის ამბავი. დღეს რომის პაპი იოანე პაველ მეორე - პირველად კათოლიკური ეკლესიის 26-წლიანი მართვის განმავლობაში - არ მონაწილეობდა ბზობის მესაში. ის მხოლოდ მოკლე ხნით გამოჩნდა: ვატიკანში თავისი კაბინეტის ფანჯრიდან პალმის ტოტით მიესალმა გარეთ, წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ მორწმუნეებს. პაპი ერთი კვირის წინ გამოწერეს რომში მდებარე ჯემელის საავადმყოფოდან, რომელშიც მან 18 დღე დაჰყო.
XS
SM
MD
LG