Accessibility links

საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს სახელმწიფო


საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს სახელმწიფო სამედიცინო კოლეჯის მოშიმშილე სტუდენტების ულტიმატუმის შესრულებას,

საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს სახელმწიფო სამედიცინო კოლეჯის მოშიმშილე სტუდენტების ულტიმატუმის შესრულებას,
თუმცა არასრულწლოვანების შიმშილობა მიუღებლად მიაჩნია. ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ლადო ჭიპაშვილმა დღეს ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადა. იქ, სამედიცინო კოლეჯის სტუდენტების მოთხოვნებთან და საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით, სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამ საკითხთან დაკავშირებით "ვერც ერთი აქცია, თუნდაც შიმშილობა უსაგნო და უპრინციპო დათმობის მიზეზი ვერ გახდება" და ერთიანი ეროვნული გამოცდა ყველასათვის სამართლიანი და უნიფიცირებული უნდა იყოს. ამასთან, მინისტრი მზადაა, სტუდენტების მიერ შიმშილობის შეწყვეტის შემთხვევაში მათი და მათი მშობლებისაგან არგუმენტირებული წინადადებები მოისმინოს. სტუდენტების მხრივ საპროტესტო აქციები მოყვა უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში, განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებას, რომ სახელმწიფო სამედიცინო კოლეჯის სტუდენტებმა სამედიცინო უნივერსიტეტში ჩასარიცხად მისაღები გამოცდები უნდა ჩააბარონ. დღესვე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის თავკაცმა, კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამედიცინო კოლეჯის სტუდენტებს შიმშილობის აქციის შეწყვეტა სთხოვა და აღნიშნა რომ აწუხებს მათი მდგომარეობა.
XS
SM
MD
LG