Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო


საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი დღეს წალკის რაიონში ჩავიდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი დღეს წალკის რაიონში ჩავიდა.
იქ 17 მარტს მორიგი ინციდენტი მოხდა: სოფელ ავრალოში შეიჭრნენ მეზობელ სოფელში მცხოვრები სომეხი და ბერძენი ეროვნების მოქალაქეები და სცემეს ავრალოში ჩასახლებულ 15-მდე აჭარელს. როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინტერ-პრესთან" საუბარში წალკის რაიონის გამგებელმა მიხეილ ცქიტიშვილმა განაცხადა, შეხლა-შემოხლის მიზეზი 16 მარტს ავრალოში მომხდარი ყაჩაღური თავდასხმა გახდა. დღეს კი შს მინისტრი შეხვდა სოფლების მოსახლეობას, და მოინახულა შს სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმის დისლოკაციის ადგილი. ეს რაზმი წალკის რაიოში კრიმინოგენური ვითარების გამოსწორებაზე იზრუნებს.
XS
SM
MD
LG