Accessibility links

დღეს ყირგიზეთის პრეზიდენტმა ასკარ აყაევმა


დღეს ყირგიზეთის პრეზიდენტმა ასკარ აყაევმა განაცხადა, რომ გამოძიება უნდა ჩატარდეს

დღეს ყირგიზეთის პრეზიდენტმა ასკარ აყაევმა განაცხადა, რომ გამოძიება უნდა ჩატარდეს
საპარლამენტო არჩევნებში მომხდარ დარღვევებთან დაკავშირებთი. ამასთან მან დაიცვა ახლახან ჩატარებული არჩევნების შედეგები, მაგრამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ვითარების შესწავლისკენ მოუწოდა სადაო რეგიონებში, განსაკუთრებით იქ, სადაც დემონსტრაციებმა იფეთქა. აყაევის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები დაიწყო 27 თებერვალს გამართული არჩევნების შემდეგ და გაძლიერდა მომდევნო ტურის შემდეგ. ყირგიზეთის ოპოზიცია, ევროპის ქვეყნები და შეერთებული შტატები აცხადებენ, რომ კენჭისყრა სერიოზული დარღვევებით გაიმართა. მთავრობა უარყოფს ამ ბრალდებებს. როგორც იტყობინებიან, ოპოზიცია აკონტროლებს ადმინისტრაციულ შენობებს და სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტებს მთელ რიგ ქალაქებს ყრიგიზეთის სამხრეთში.
XS
SM
MD
LG