Accessibility links

logo-print

ჩეჩნეთის პრომოსკოვური ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალუ


ჩეჩნეთის პრომოსკოვური ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალუ ალხანოვმა აღიარა,

ჩეჩნეთის პრომოსკოვური ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალუ ალხანოვმა აღიარა,
რომ რესპუბლიკაში ადამიანის უფლებები ილახება. დღეს სტრასბურგში გაიმართა "მრგვალი მაგიდა", რომლის მონაწილეები ჩეჩნეთში არსებულ ვითარებაზე მსჯელობდნენ. ალხანოვის თქმით, მისთვის ცნობილია, რომ ჩეჩნეთში ადამიანის უფლებები ირღვევა და ყოველ ღონეს ხმარობს მდგომარეობის გამოსასწორებლად. მანვე დასძინა, რომ ახლა ჩეჩნეთის მთავრობა საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად ემზადება. [ალუ ალხანოვის ხმა] "ჩვენ ბევრს ვმუშაობთ, ვემზადებით საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, უზრუნველვყოთ დემოკრატიული არჩევნების ჩატარება, რათა ამ არჩევნებში მონაწილეობის მიღება შეძლონ ჩეჩნეთის რესპუბლიკის ყველა თემის წარმომადგენლებმა." სტრასბურგის "მრგვალ მაგიდაში" ორმოცამდე რუსი და ჩეჩენი პოლიტიკოსი მონაწილეობს მონაწილეობს. ჩეჩენთა დელეგაციაში მხოლოდ ის პოლიტიკოსები შედიან, რომლებიც მოსკოვს ემხრობიან.
ევროპის კავშირმა გაავრცელა ცნობა, რომ ის აპრილის შუაში ჩეჩნეთსა და სხვა რესპუბლიკებში, ჩრდილოეთ კავკასიაში თავის მისიებს მიავლენს. ამ მისიებმა უნდა დაადგინონ, რითი შეუძლია დაეხმაროს ჩეჩნეთს კავშირი აღდგენის სფეროში.
XS
SM
MD
LG