Accessibility links

logo-print

ბელორუსიაში დღეს გაათავისუფლეს გუშინ დაკავებული


ბელორუსიაში დღეს გაათავისუფლეს გუშინ დაკავებული სამი პოლონელი ჟურნალისტი,

ბელორუსიაში დღეს გაათავისუფლეს გუშინ დაკავებული სამი პოლონელი ჟურნალისტი,
რომლებიც ქალაქ გროდნოში, პარლამენტის დეპუტატის არჩევნებს აშუქებდნენ. ხელისუფლების წარმომადგენელთა ვერსიით, ჟურნალისტთა დაკავების მიზეზად სათანადო აკრედიტაციის უქონლობა იქცა. როგორც ერთ-ერთმა ჟურნალისტმა მარცინ სმიალოვსკიმ განაცხადა, ის და მისი კოლეგები გროდნოს ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან დააკავეს. სმიალოვსკის თქმით, ეს ინციდენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ბელორუსიაში თავისუფალი არ არის. პოლონელი ჟურნალისტები რამდენიმე საათს ჰყავდათ დაკავებული და მხოლოდ მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც საქმეში პოლონეთის კონსული ჩაერია.
XS
SM
MD
LG