Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოფი ანანმა დღეს გაეროს


კოფი ანანმა დღეს გაეროს წევრი 191-ვე ქვეყნის წარმომადგენლებს გააცნო ორგანიზაციის რეფორმების გეგმა.

კოფი ანანმა დღეს გაეროს წევრი 191-ვე ქვეყნის წარმომადგენლებს გააცნო ორგანიზაციის რეფორმების გეგმა.
მან მოუწოდა გენერალურ ასამბლეას წელსვე გაატაროს რეფორმები, მათ რიცხვში უშიშროების საბჭოს წევრთა 24-მდე გაზრდა და ადამიანის დაცვის სტრუქტურაში ორგანიზატორული ცვლილებები. კოფი ანანის წინადადებათა შორისაა კონვენცია ტერორიზმის წინაღმდეგ, რომელიც უნდა დაეფუძნოს ტერორიზმის გლობალური გაგების თაობაზე შეთანხმებას. გაეროს გენერალურმა მდივანმა მოწოდება გამოთქვა, რომ უშიშროების თაბჭომ უნდა განიხილოს ხოლმე საკითხი, თუკი რომელიმე წევრი სამხედრო აქციას აპირებს. ეს დოკუმენტი დასამტკიცებლად გადაეცემა ნიუ იორკში დაგეგმილ სამიტს, რომელიც გაეროს შექმნის მე-60 წლისთავს მიეძღვნება.
დღესვე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ადამ ერელი მიესალმა ანანის რეფორმისტულ მისწრაფებას, მაგრამ თავშეკავებული იყო სამხედრო ძალის გამოყენების თაობაზე ანანისეული იდეის მიმართ.
XS
SM
MD
LG